Powered by Jasper Roberts - Blog

12:51 12.09.2017
"ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც პრემიერობა"-მიხეილ სააკაშვილი

ჩემი მიზანი უკრაინის პრეზიდენტობა ან პრემიერობა არ არის, ჩემი მიზანია უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



მისი თქმით, ახლა გზა ყველამ ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს. 



”მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას. დიდი მადლობელი ვარ, რომ გამოიჩინეს სოლიდარობა, დასხდნენ და მთელი დღე იბრძოდნენ ჩემთან ერთად. არ შემიძლია ამისთვის მადლობა არ გადავუხადო ტიმოშენკოს და ყველა სხვა პირს. იქ იყო ბევრი დეპუტატი, მე მათი ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ ამავდროულად მთავარი იყო ათასობით ადამიანი, რომელიც იქ მოვიდა. მათთან ერთად ვიმოქმედე. ამ ხალხისგან შევქმნით ძალას და შემდეგ ვისაუბრებთ თამაშის წესებზე. ზოგი მეუბნება ამასთან ნუ დაჯდები, იმასთან ნუ დაჯდებიო, მე დავჯდები უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც პრემიერობა - ეს შემომთავაზა პოროშენკომ, მაგრამ უარი ვუთხარი, მე ამის მიზანი არ მაქვს. ჩემი მიზანია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს, რომელიც შეცვლის ქვეყანას. ამ ხალხს შევაგროვებ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. საკუთარი თავი ხანდაზმულად არ მიმაჩნია, მაგრამ ადგილი უნდა დავუთმოთ ახალგაზრდობას და ეს თაობა პინჩუკს ნამდვილად არ მოუსმენს. ვიმუშავებთ ამ მიმართულებით”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge