Powered by Jasper Roberts - Blog

11:34 12.09.2017
12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების მოგვარებას. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს წარმატება ელის პირად ცხოვრებაში, ზოგს ბავშვები გაახარებენ წარმატებით. 



კურო
გარემოს გაუმჯობესების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა რემონტისთვის, დიზაინის შესაცვლელად. ბავშვების დახმარებით მოაწყვეთ მხიარული დღესასწაული. 



ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. მოსალოდნელია ხანმოკლე მგზავრობა, საქმიანი შეხვედრები. საღამოს დაესწარით კონცერტს. იკონტაქტეთ მეგობრებთან, ფორუზე, საიტებზე. 



კირჩხიბი
თანამოაზრეებთან შეხვედრის, საქმიან პარტნიორებთან მიმდინარე სახითხების განხილვის დღეა. გამონახეთ დრო საყიდლებისთვის. შეიძინეთ აქსესუარები, მოდური სამოსი. ბავშვები სათამაშოებით გაანებივრეთ.



ლომი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. კონკურენტებს მარტივად დაამარცხებთ. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. კარგია ვარცხნილობის შეცვლა, მოდური სამოსის ყიდვა. 



ქალწული
გაგიჩნდებათ ინტერესი ბავშვების განათლების, გამოყენებითი ხელოვნების, სარეკლამოს საქმიანობის შესახებ. ზოგიერთს ფარული სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება ელის. 



სასწორი
ორიგინალური სტილის დემონსტრირება მოგინდებათ. კარგი დღეა მოდური შოუს, საქმიანი პრეზენტაციის მოსაწყობად. მეტი დრო დაუთმეთ ინტერნეტში მუშაობას. 



მორიელი
იყავით მიზანმიმართული და დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, იდეების განხორციელება. ზოგიერთი ინტერნეტსაიტის გაკეთებას გადაწყვეტს, გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. განსაკუთრებით, თუ ის ქალია. 



მშვილდოსანი
წარმატებული ხართ ბიზნესში, სიყვარულში, შემოქმედებით საქმიანობაში. მოერიდეთ ინტრიგას და მუშაობაში - გაურკვევლობას. კარგი დღეა ხანმოკლე მოგზაურობისთვის. ახალ გარემოში ადვილად იპოვით საკუთარ თავს. 



თხის რქა 
აზარტული ხართ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები. სექსუალური თავგადასავალი და ფინანსური ავანტიურა ცხოვრების ჩვეულ სტილს შეგიცვლით. კარგი დღეა ორიგინალური სამკაულის, მოდური საჩუქრის შესაძენად. 



მერწყული
მეგობრული ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს. ეს ერთდროულად ბედნიერებისა და "თავის ტკივილის" წყარო იქნება. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებს საქმიან პარტნიორებთან. 



თევზები
დღეს კრეატიული უნდა იყოთ და ორიგინალური იდეები განახორციელოთ. წარმატება გელით მოდის სფეროში, წვეულების მოწყობაში, ბავშვების აღზრდაში. სამსახურებრივი რუტინა ფლირტით გაახალისეთ.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge