Powered by Jasper Roberts - Blog

17:48 11.09.2017
"როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დალაგდა და მასთან ერთად აკეთებს ფულს"-გიორგი ვაშაძე

როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დალაგდა და მასთან ერთად აკეთებს ფულს, - ასე ეხმაურება ”ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებას კეზერაშვილზე, რომ მან ”ნაციონალური მოძრაობის დროს, ყაჩაღობით იშოვა ფული.

 

”კეზერაშვილთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასებებით არასოდეს გამოვირჩეოდი. ვფიქრობ, მსგავსი ადამიანები ”ნაციონალური მოძრაობის”


ხელისუფლებისთვის ყოველთვის პრობლემა იყო. მე შემიძლია დავეთანხმო ნიკა მელიას, ეს არის ადამიანი, რომელიც როგორც ჩანს დალაგდა ბიძინა ივანიშვილთან და მასთან ერთად აკეთებს ფულს. ასეთი ადამიანების დრო საქართველოში უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.


რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს” შესაძლო დაფინანსებას, გიორგი ვაშაძის თქმით, გამორიცხული არაფერია.

 

”მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, საიდან ამხელა ფული ”ევროპულ საქართველოს”? როგორც ჩანს, მას ჰყავს გულშემატკივრები”, - განაცხადა ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge