Powered by Jasper Roberts - Blog

17:38 11.09.2017
საპენსიო რეფორმის საჯარო განხილვები სექტემბრის ბოლოდან დაიწყება

"საპენსიო რეფორმის საკანონმდებლო ტექსტი უკვე შემუშავებულია და მისი საჯარო განხილვები სექტემბრის ბოლოდან დაიწყება"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 



მისი თქმით, უკვე მოხდა ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, რომელშიც ბევრი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია იყო ჩართული. 



„მათი რეკომენდაციის საფუძველზე იყო შემუშავებული ის მოდელი, რომელიც არის ახლა. დღეის მდგომარეობით, საკანონმდებლო ტექსტი უკვე მზად არის და უახლოეს პერიოდში დაიწყება საჯარო განხილვები. საჯარო განხილვების ერთი ტალღა უკვე ჩატარდა, როგორც საფინანსო სექტორთან, ისე ბიზნესასოციაციებთან და ჟურნალისტებთან. ახლა დაიწყება კიდევ ერთი ეტაპი, სადაც წარმოდგენილი იქნება საბოლოო დრაფტი, ყველა ამ განხილვის შედეგად განხორციელდა რამდენიმე შესწორება, გათვალისწინებული იქნა რამდენიმე შენიშვნა, კიდევ ერთხელ იქნა განხილული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ამ რეფორმით ბიზნესს უჩნდება გრძელვადიანი ფინანსური წყარო",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge