Powered by Jasper Roberts - Blog

16:53 11.09.2017
"პოროშენკომ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა"-ნინო ბურჯანაძე

სამწუხაროდ, გუშინ გამოჩნდა, რომ უკრაინა ქვეყანა არ არის, - ამის შესახებ პარტია ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბუჯანაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, მან არაერთხელ გააფრთხილა უკრაინის პრეზიდენტი, რომ თავის დროზე არ მიეღოთ მიხეილ სააკაშვილი, თუცა უშედეგოდ. პარტიის ლიდერის განცხადებით, ეს ყველაფერი პოროშენკომ დაიმსახურა, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, როდესაც საქართველოდან გაგდებული და ძებნილი სააკაშვილი თავისი გუნდით მიიღო უკრაინაში და აღაზევა.



”სამწუხაროდ, გუშინ გამოჩნდა, რომ უკრაინა ქვეყანა არ არის. პოროშენკომ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. მე პოროშენკოს ვაფრთხილებდი არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, როდესაც შეიკედლა სააკაშვილი თავისი დამნაშავე თანამზრახველებით და თითქმის ეროვნულ გმირად გამოაცხადა.



ამ შეურაცხყოფისთვის პოროშენკო მიიღებს იმას, რომ დაკარგავს პრეზიდენტობას. თუმცა ამ ყველაფერს სააკაშვილის აქტივში ნუ ჩავწერთ. გუშინ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილის უკან ამერიკის სპეცსამსახურები იდგნენ. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო მათ მიერ დაგეგმილი და დაცული ოპერაცია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



მისივე განცხადებით, თუ უკრაინაში რაიმე სახით სახელმწიფოებრიობის ნიშნები გამოჩნდება, მაშინ სააკაშვილი ვერაფერს გახდება, მაგრამ თუ ისეთი უუნარო და უსუსური იქნება უკრაინის ხელისუფლება, როგორც გუშინ, როდესაც მათ ელემენტარულად სახელმწიფო საზღვრის დაცვა ვერ მოახერხეს, ასეთ სასაცილო სიტუაციაში სააკაშვილისნაირ ავანტიურისტს წარმატების მიღწევა არ გაუჭირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge