Powered by Jasper Roberts - Blog

16:11 11.09.2017
გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, უკვე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან, ძირითადი წინააღმდეგობების გათვალისწინებით. 



ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. 

 


”უკვე დაიდო რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge