Powered by Jasper Roberts - Blog

12:56 11.09.2017
,,გუშინ დიდი მსოფლიო შოუ დადგა დიდმა ,,პიარშიკმა!" - ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


,,გუშინ დიდი მსოფლიო შოუ დადგა დიდმა ,,პიარშიკმა, ფაქტია რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო, ასე რომ არ ყოფილიყო ყველამ იცის რომ ვერც 3000 ათასი მხარდამჭერით და ვერც 20000 ათასით ვერ გაარღვევდა უკრაინის საზღვარს ვერავინ! ვინც ამ სცენარს წერდა ისიც იცის მერე როგორ უნდა განვითარდეს და მთავარია იმ სცენარში მიშას როლი აქ არ ამოწურონ! ერთი რამ ზუსტად ვიციი, 3 მილიონიან საქართველოში, მისი ფეხი აქ არ იქნება, ჩვენ ვინც საკუთარი თავების საფრთხის ქვეშ დაყენების ფასად მოვიტანეთ 2012 წლის გამარჯვება, ამას არ დავუშვებთ, თორემ პორტირებულების იმედი არავის გვაქვს!


ფრთხილად ხელისუფლებავ, ასეთი სცენარის აქ დადგმას არავის გაპატიებთ, ღალატი რომ შეგატყოთ,თქვენც სანაგვეზე აღმოჩნდებით,ქუდზე კაცი გამოვა და მტრისას აქ რაც დატრიალდება! ფრთხილად, შეცდომას არ გაპატიებთ!" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge