Powered by Jasper Roberts - Blog

12:09 11.09.2017
მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს ხსნის!

ახალი, 90-ე საიუბილეო სეზონი მოზარდ მაყურებელთა თეატრში 14 სექტემბერს გაიხსნება. ყველასათვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეს წარმოდგენილი იქნება მისივე ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი  „ მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ ( რეჟისორი გიორგი თავაძე).

 

22-24 სექტემბრის ჩათვლით თეატრის სამი სცენა დაეთმობა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს („ სარჩობელაზედ“, „საუკუნის მკვლელობა“, „მგზავრის წერილები“) , რომლებიც  კლასიკოსის 180 წლის იუბილეს მიეძღვნება.


21 სექტემბერს, თამაზ ბაძაღუას პიესის  მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ ღამე და თუთიყუში“ მსახიობი ნიკა ფაიქრიძე რუსულ ენაზე ითამაშებს.


29 სექტემბერს მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება. პატარა მაყურებლისთვის რეჟისორი დავით ნიკოლაძე რუსულ ენოვან სპექტაკლს „ თაგვები და ყველი“  წარმოადგენს.


ოქტომბრის თვეში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში  დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლის „ სეილემის პროცესის“ პრემიერა შედგება.


 

ახალი სეზონიდან მაყურებელს არაერთი პრემიერა ელის. თეატრი რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge