Powered by Jasper Roberts - Blog

15:55 09.09.2017
"უხერხული მიშიკო, რომელიც პეტროს არ აწყობს"

Касп - (აზერბაიჯანი), 09 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=66854#.WbNeQoqQzs0

 

"იშვიათი შემთხვევაა, როცა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, თანაც ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი, თავის სამშობლოშიც და იმ ქვეყანაშიც, რომელშიც მას მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ორივეგან ხელისუფლებისათვის თავის ტკივილად იქცეს. სწორედ ასეთი პიროვნებაა მიხეილ სააკაშვილი, რომლის შესახებაც უკრაინამ საქართველოსაგან ექსტრადირების თხოვნა მიიღო,"- ნათქვამია სტატიაში (ავტორიალი იბრაჰიმოვი).

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილისსაქმენი საგმირონიროგორც საქართველოში, ისე უკრაინაში: ექს-პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდებები ქართული თემიდის მიერ, უკრაინის ოფიოციალური პირების განცხადებები ექს-პრეზიდენტის სავარაუდო ექსტრადირების თაობაზე საქართველოში, თუ იგი უკრაინის საზღვრის გადალახვას შეეცდება და ..

 

საკმაოდ გაურკვეველია ის სიტუაცია, როგორ და რატომ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, მისი კარიერული აღმასვლა და ვარდნა. როგორ მიიღო მან თავისმეგობარპეტრო პოროშენკოსგან უკრაინის მოქალაქეობა და პასპორტი და როგორ დატოვა იმავემეგობარმამოქალაქეობის არმქონე პიროვნებად - თურმე ანკეტა სწორად არ ჰქონია შევსებულიო. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი საჯარო და ცნობადი ფიგურა რომ ყოფილიყო, ანკეტის შესახებ ამ ბავშვური ნათქვამის დაჯერება შეიძლებოდა. თითქოსდა უკრაინაში არც ინტერნეტი არ არის, არც გაზეთები იბეჭდება და არც ტელევიზია არ მუშაობს ელისუფლებამ არაფერი იცოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ ცადენილი კანონდარღვევების შესახებ, რასაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია აცხადებს.



მიხეილ სააკაშვილმა ორივე ქვეყანაში სკანდალური სიტუაცია შექმნა, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, უკრაინაში. ამასთან, საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნიუანსი არსებობს: მართალია, თბილისმა რამდენჯერმე მიმართა კიევს ექს-პრეზიდენტის დაკავება-ექსტრადიციის მიზნით, მაგრამ ბოროტი ხმების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას მის წინააღმდეგ ხმაურიანი სასამართლოს მოწყობა არ სურს. გარდა ამისა, თუ ექსტრადიციის პროცესი მაინც დაიწყება, შეიძლება ის უსასრულოდ გაგრძელდეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების წყალობით. პეტრო პოროშენკოსათვის უმჯობესია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შევიდეს და ამერიკაში ან ევროპაში დარჩეს. მაგრამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ის პიროვნება არაა, რომელიც ყოფილ მეგობრის და ახლა პირადი მტრის წინაშე ქედს მოიხრის. ასე რომ, სკანდალები ჯერ კიდევ წინ არის,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge