Powered by Jasper Roberts - Blog

13:21 09.09.2017
რატომ ხოცავდა კლეოპატრა თავის საყვარლებს?

ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი დღემდე ლეგენდების საბურველშია გახვეული. ერთ-ერთის თანახმად, დედოფალი მასთან გატარებული ღამის შემდეგ ყველა მამაკაცს სიკვდილით სჯიდა. დედოფალთან ერთი ღამისთვის მამაკაცები სიცოცხლეს ნებაყოფლობით თმობდნენ, თუმცა უცნობია, რა ელოდა მას, ვინც უარს იტყოდა...

 

 

 



 

 

ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელსაც კლეოპატრაზე ცნობების მოწოდება შეუძლია, ძველი რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებია - წერილობითი წყაროები, რომლებიც ზოგჯერ წინააღმდეგობრივი, ზოგჯერ კი აშკარად გადაჭარბებულია.  

იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტე ძველ რომთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომაელი ისტორიკოსებისგან ეგვიპტის დედოფალზე ობიექტური ინფორმაციის მიღების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს, რადგან სახელმწიფო პროპაგანდის ცნება იმ დროსაც აქტუალური გახლდათ. შესაბამისად, კლეოპატრასთვის გარყვნილი, ავხორცი და სისხლით გაუმაძღარი ქალის იარლიყის მიკვრა გადაჭარბებული უნდა იყოს. გადაჭარბებული, მაგრამ არა მთლიანად უსაფუძვლო...
 
ძველი რომის ისტორიკოსები არც შედარებით გვიანდელ შრომებში მოიხსენიებენ ეგვიპტის დედოფალს საქებარი სიტყვებით. მაგალითად რომის პრეფექტი, რომელიც მის მიერ აღწერილი მოვლენებიდან სამასი წლის შემდეგ ცხოვრობდა, კლეოპატრაზე წერდა:
„ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა იმდენად სიამისმოყვარულია, რომ საკუთარი სხეულით ვაჭრობს და იმდენად მაცდური, რომ მამაკაცები მზად არიან, მისი სიყვარულისთვის სიცოცხლე დათმონ“. 

გამორიცხული არ არის, რომ კლეოპატრას ცუდი რეპუტაცია სწორედ ამ სიტყვების დამსახურებაა, რადგან იმ დროისთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს ეკუთვნის. ასეა თუ ისე, ჭორი, რომ გარყვნილი დედოფალი ავხორცობის დასამალად საყვარლებს ხოცავდა, ხალხში მომენტალურად გავრცელდა. მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის კლეოპატრა სამასი წლის გარდაცვლილი გახლდათ და თავს ვერ იმართლებდა. 

ზემოთქმულის მიუხედავად, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის ბიოგრაფია ისეთ ეპიზოდებსაც შეიცავს, რომელთა გამო თანამედროვე ადამიანს კლეოპატრა შეიძლება  გარყვნილების მწვერვალად ეჩვენოს. 
მაგალითად, ის, რომ დედოფალი ინცესტის შედეგად გაჩნდა და მისი მშობლები ღვიძლი და-ძმა იყვნენ. 
თუმცა, ისიც ცნობილია, რომ იმდროინდელი ეგვიპტელებისთვის ამაში მიუღებელი არაფერი ყოფილა. 

კლეოპატრას პირველი ქმარი მისი 9 წლის ძმა იყო. ქორწინება პოლიტიკური სვლა გახლდათ, თუმცა ეს და-ძმას შორის სექსუალურ ურთიერთობებს არ გამორიცხავს. 
მოგვიანებით, კლეოპატრამ მეორე უმცროს ძმასთან გააფორმა ქორწინება და თითქმის ამავე პერიოდში იულიუს კეისარს ვაჟი გაუჩინა. 

ამის შემდეგ დედოფალი შეხვდა მარკუს ანტონიუსს, რომელთანაც 21 წელი ჰქონდა რომანი. 
ამბობენ, რომ ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი იყო პირველი ქალი, ვინც ორალურ სექსში დახელოვნებული გახლდათ. 

ყველაფრის მიუხედავად, კლეოპატრა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი მმართველის სახელით შევიდა, რომელმაც ურთულეს ისტორიულ ეპოქაში შეძლო ტახტის შენარჩუნება, რომის იმპერიის ორი ძლევამოსილი იმპერატორი „ყურმოჭრილ მონად“ გაიხადა და, ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ რომ არ ქცეულიყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ამასთანავე, ჭორების გარდა, რამე პირდაპირი მტკიცებულება, რომ კლეოპატრა თავის საყვარლებს ხოცავდა, არ არსებობს.

ავტორ(ებ)ი : udivil.com