Powered by Jasper Roberts - Blog

16:02 08.09.2017
როგორ მოვამზადოთ პომიდვრის უგემრიელესი საწებელი

ინგრედიენტები:


პომიდვრის წვენი 800 მლ 
ხახვი 1 დიდი თავი 
ნიორი 3 კბილი 
ხმელი ქინძი 2 ჩ.კ 
წითელი წიწაკა, დაფქული 2 ჩ.კ ან ცხარე აჯიკა 1 ჩ.კ 
ქინძი 1 კონა 
მარილი 


მომზადების წესი:


გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით თხლად, ალყა-ალყად.

ნიორი, მარილი და ხმელი ქინძი დანაყეთ;

ასევე წვრილად დაჭერით მწვანილი.

პომიდვრის წვენის რამდენიმე ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ:



1. დააბლენდერეთ 2 ცალი 400 მლ.ლიტრიან კონსერვის ქილა მთლიან პომიდვრები და დაუმატეთ აჯიკა.


2. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი პომიდვრის წვენი/პიურე 800 მლ. და დაუმატოთ მხოლოდ აჯიკა, ან ტომატ-პასტაც 1 სადილის კოვზი;

პომიდვრის წვენი, ხახვი, დანაყილი სუნელები და მარილი აურიეთ ერთმანეთში.

სასურველია სუნელები და მარილი ნელ-ნელა ამატოთ პამიდორს, ასე თქვენს გემოზე დააყენებთ საწებლის სიცხარეს.

გადაიტანეთ ქილაში ან სხვა თავდახურულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში;

მაცივარში ინახება 3-4 დღე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge