Powered by Jasper Roberts - Blog

15:43 08.09.2017
,,შალვა ოგბაიძე პირველ რიგში კაცია! ასეთი სუფთასახელიანი ადამიანები სჭირდება ქართულ პოლიტიკას"

გიორგი უძილაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:



,,თბილისის საკრებულოს მომავალ კანდიდატებში ყველაზე დიდხანს და ყველაზე კარგად კი ამ ადამიანს ვიცნობ:


შალვა ოგბაიძე პირველ რიგში კაცია! ამის გარდა შალვამ მთელი ცხოვრება შეალია ავტოსპორტის პოპულარიზაციას, საავტომობილო ფედერაციის განვითარებას, საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას და ბოლო წლებია, პოპულარიზაციას უწევს ელექტრომობილებს. ჩემთვის შალვა ასოცირებულია სპორტთან, რეფორმებთან პროგრესთან და მთასთან! მოკლედ, ჩემთვის შალვა არც მანამდე იყო "საკრებულოს წევრი" ან "გუბერნატორი" და არც მერე იქნება. ამ კაცის სტატუსი უფრო მაღალია, და ამ სტატუსს ქვია _ შალვა ოგბაიძე. მისი სახელი მისი ყველაზე დიდი კაპიტალია. საკრებულოს წევრობამდეც შალვა ოგბაიძე იყო, და მის შემდეგაც შალვა ოგბაიძედ დარჩება. ასეთი, სუფთასახელიანი ადამიანები სჭირდება ქართულ პოლიტიკას. სულ წინ შალვა!" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge