Powered by Jasper Roberts - Blog

12:19 07.09.2017
,,როცა ქვეყანას ბანკირები მართავენ, კვდება სახელმწიფოებრივი აზროვნება" - ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,როცა ქვეყანას ბანკირები მართავენ, კვდება სახელმწიფოებრივი აზროვნება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ კვდება ეროვნული აზროვნება, რადგან ბანკირ- პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ერი, არამედ მათთვის მთავარია მოგება,- კერძო კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით და ხელისუფლების უზურპაცია.

ამიტომაც ისინი გეუბნებიან, რომ არ ესმით, რა არის ეროვნული ცნობიერება და ვერ ხვდებიან თითქოს, რა არ მოგვწონს საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილში.

ისინი აკანონებენ უკანონობას და თუ ხმას ამოიღებ, გადანაშაულებენ დემაგოგიაში.

ისინი გპირდებიან, რომ მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაიყიდება და აქაც ცრუობენ. კვლავ ბანკების ხელში სურთ ქართული მიწის ჩაგდება.

მათ სინამდვილეში ფეხზე ჰკიდიათ ბუკიკიოც და მთელი ვენეციის კომისია.

საარჩევნო დიქტატურის დამყარების გზით, მათ სურთ ხელისუფლების უზურპაცია და ყველას აზრი, ასევე, ფეხზე ჰკიდიათ.

ისინი არ აწამებენ პატიმრებს და ჯერ არ არბევენ მიტინგებს, მაგრამ არ შეუწყვეტიათ არც ოპონენტების თვალთვალი, არც მოსმენა, არც შანტაჟი, არც დაშინება. და, სხვათა შორის, არც ბიზნესის დატერორება.

ნამდვილ "ქართულ ოცნებაში" ბანკირი პარლამენტარების და ბანკირი მინისტრების დომინირებამ მოკლა 2012-ის იდეალები. გამოფხიზლდით, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავთ ამ უბედურებას.

P.S. პატივისცემით გთხოვთ, ნუ შემომივარდებით ამ პოსტზე "ქართული ოცნების" ეგზალტირებული მომხრეები. სააკაშვილი რომ მოვიდა, პირველ წლებში მასზე კრიტიკას 3-4 კაცი თუ ბედავდა და სწორედ ეგზალტირებული საზოგადოება ესხმოდა თავს ამ 3-4 ადამიანს. ეს კინო ერთად ვნახეთ. ეს ჯოჯოხეთიც ერთად გავიარეთ. ახალი აღარ გვინდა, გთხოვთ." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge