Powered by Jasper Roberts - Blog

10:04 07.09.2017
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. ახალი ნაცნობობა გელით, რომანტიკულიც და მეგობრულიც. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. 

კურო
ინტერესები შეგეცვლებათ, შორს მიმავალ გეგმებს ნუ შეადგენთ. დღის პირველი ნახევარი სამოსის ყიდვას დაუთმეთ. ნუ ენდობით მას, ვინც ბევრს დაგპირდებათ. 

ტყუპი
კომპლიმენტების, საჩუქრების დღეა. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, დაპირებებს. დღის პირველ ნახევარში განაახლეთ გარდერიბი, შეიცვალეთ ვარცხნილობა. 

კირჩხიბი
მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. 

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობაზე, იმიჯზე ზრუნვას. ეწვიეთ სალონს. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. საღამოს ახალ მეგობრებს გაიჩენთ. 

ქალწული
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, დაპირებებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, დამატებით სამუშაოს. 

სასწორი
იდეების, ოცნებების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. ითათბირეთ თანამოაზრეებთან. კარგი დღეა ფორუმის, საიტის გასაკეთებლად. 

მორიელი
იყავით გაბედული და ნუ მოგერიდებათ სარისკო ქმედებების. შეიძლება ახალი მეგობარი ან სასიყვარულო პარტიორი გაიჩინოთ. მოერიდეთ ტყუილს, შანტაჟს. 

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ, ყველას არ ენდოთ. საღამო ერთგულ მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

თხის რქა 
დილიდანვე უნდა იყოთ მობილიზებული და მიზანდასახული. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. დაიცავით საკუთარი პოზიცია. 

მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი, კრეატიული იდეები. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. 

თევზები
ბინის მოწყობის, შეძენის საშუალება მოგეცემათ. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან. ნუ ენდობით ტყუილ დაპირებებს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ge