Powered by Jasper Roberts - Blog

09:47 07.09.2017
,,საკუთარი გუნდის წაგებაზე რომ იღადავებ, არც ზოგადად, ქვეყნის პრობლემებზე და ''წაქცევებზე'' გაიხეთქავ გულს!" - ნანა გაგუა

მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ქართველი კალათბურთის გუნდის იტალიის ნაკრებთან დამარცხებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

 

,,და ბოლოს!
საკუთარი გუნდის წაგებაზე რომ იღადავებ, არც ზოგადად, ქვეყნის პრობლემებზე და ''წაქცევებზე'' გაიხეთქავ გულს! 
საიდან ამდენი გესლი და ბოღმა?!
საიდან ამდენი მოქაქანე და უკბილო გოჭივით ხუმარა?! 
დაახვიეთ რააა.... წადით და ''უტომატო სუპი ჭამეთ'', ან სარკეში ჩაიხედეთ, ''რიჩარდ ლომგულებო''! ღირსეულ ბიჭებს კი მე ქვევით ვხედავ, ფოტოზე!!!" - წერს იგი. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge