Powered by Jasper Roberts - Blog

17:17 06.09.2017
უგემრიელესი ნიგვზიანი ლობიო ბროწეულით

ინგრედიენტები:

ქინძი - 50 გ

ბროწეული - გემოვნებით

გატარებული ნიგოზი - 200 გ

ლობიო - 400 გ

ქონდარი - 10 გ

ზეითუნის ზეთი - 30 მლ

ძმარი - 10 გ

ხმელი სუნელი - 30 გ

ხახვი - 100 გ

 

მომზადების წესი

მოხარშეთ კარგად ლობიო, გადაწურეთ ზედმეტი წყალი, თუმცა არ გადაღვაროთ, შეინახეთ ნახარში.

მოხრაკეთ ხახვი ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ მოხარშული ლობიო, გატარებული ნიგოზი.
დაუმატეთ ლობიოს ნახარში წყალი, ისე, რომ არ გაათხელოთ ლობიო, ჩაუმატეთ ყველა სანელებელი და შუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და ძმარი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეული და ქორფა ქინძი. შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება მჭადი.

ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge