Powered by Jasper Roberts - Blog

10:38 06.09.2017
,,შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს სავსემთვარეობაა!" - მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

,,ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს
სავსემთვარეობაა!

ეს დღე შინაგანი სიმშვიდით განვლეთ ყოველგვარი ზედმეტი საქმიანობის გარეშე;

უმჯობესია თავი შეიკავოთ :


მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტილებების მიღებისგან;
გაფრთხილდით გზებზე, საჭესთან"

არ ვარგა :


ახალი საქმის წამოწყება და დაგეგმვა;
მოლაპარაკებების წარმოება და საბუთებზე ხელისმოწერა ასევე ხელშეკრულებებზე.
შორ გზაზე მგზავრობა.

ნუ გადაიღლებით, არ დაიტვირთოთ ეს დღეები,
ამ დღეს მოერიდეთ სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურებსა და ოპერაციებს 
თუ ამის გადადების საშუალება გექნებათ თუ არადა წყნარად მშვიდად პოზიტიურად გაწონასწორებულად იმოქმედეთ,

ეს დღე გაატარეთ მშვიდად და ჰარმონიულად
კარგია დაგეგმვა ისეთი საქმეების, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ვერ დაამთავრეთ
დაგეგმეთ 1 თვის მანძილზე და როდესაც გადაივლის 2-3 დღე, შეუდექით ამ საქმეების დამთავრებას დაგვირგვინებას!

სავსემთვარეობას ახასიათებს ენერგიების სიჭარბე და მათი სიჭარბის დაოკება უჭირთ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, 
ამიტომ შესაძლოა ამ ენერგიების სიჭარბის გამო ბევრ საქმეს შეეჭიდოთ და შემდეგ დღეებში აღმოაჩენთ, რომ ზედმეტი ძალისხმევა დაგიხარჯავთ , რის გამოც მოგიწევთ რამდენიმე დღე ამის გამო ენერგიების აღდგენა.
ამიტომ არ გადაიღალოთ, გადადეთ ყველა საქმე რაც კი შესაძლებელია.

გისურვებთ პოზიტიურ განწყობას.

ნებისმიერ დაუგეგმავ უარყოფით მოვლენას გაგებით და სიმშვიდით შეხვდით და შეძლებისდაგვარად წყნარად მშვიდად გაერიდეთ!
ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ"
- წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge