Powered by Jasper Roberts - Blog

12:35 05.09.2017
"ამ პროცესში პოლიტიკურმა ავანტიურამ ბევრად მეტი ადგილი იპოვა ვიდრე თავად შესაძლო უბედურებამ და მასში დაფარულმა პირებმა"

ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სასამართლოს გადაწყვეტილების უსამართლობა მხოლოდ იმ დონეზე შემიძლია განვიხილო, რომ პროცესი დარჩა "მამალაძე-თეთრიაშვილის" დონეზე და ცხრა თუ მეტი წელი არ მიესაჯა სულო ცოტა, წმინდა სინოდის რამდენიმე წევრს.


"საუკუნის პროცესი" არ შეიძლება ერქვას რომელიმე დეკანოზისა და საპატრიარქოს ადმინისტრაციული თანამშრომლის შორის შესაძლო მძიმე კავშირს. თუ ვეძახით "საუკუნის პროცესს", კიდეც უნდა განვიხილოთ იმ პირთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება ამ დონეზე იყოს მნიშვნელოვანი.


ჭყონდიდის მიტროპოლიტის მხრიდან კი ნამდვილად მკრეხელობაა ბრალდებული დეკანოზის მაცხოვართან გათანაბრება.


მთელ ამ პროცესში კი პოლიტიკურმა ავანტიურამ ბევრად მეტი ადგილი იპოვა ვიდრე თავად შესაძლო უბედურებამ და მასში დაფარულმა პირებმა,"-წერს გამზარდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge