Powered by Jasper Roberts - Blog

12:24 04.09.2017
,,ხვალ, დილის ცხრაზე დამიბარეს..." - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,ხვალ, დილის ცხრაზე დამიბარეს... არ ვიცი, რამდენი სიტყვა მეყოფა იმის სათქმელად, რასაც ვგრძნობ, რასაც განვიცდი... ჩვენი მიძინებული ბუნება და ხასიათი, ყველაზე მეტად განსაცდელის ჟამს ვლინდება... თითქოს ინერტულები ვართ, თითქოს გული გაგვიცივდა, მაგრამ საკმარისია ერთი რაიმე შემთხვევა, სხეულიდან გავძვრებით და სხვას შევეხიდებით... ასე მოხდა ჩემთვისაც... დედამიწის ყველა კონტინენტიდან მწერენ, მირეკავენ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ვერც ახერხებს... ვიცი, ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაგრამ ამ ტკივილით უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ თქვენი უნაპირო სიყვარული ასე რომ შემეხო, ასე რომ მეკუთვნის...
ვერასდროს გაიგებთ, როგორ მიყვარხართ...
სიმართლე გითხრათ, კიდევ არ დავგეგმავდი, რომ არა ამდენი მოტივაცია... 
დიახ, თქვენ ,,გაბრალებთ" ამ ნაბიჯს... 
ჩემი მამა 
Seraphime , მეუფე ეფრემი, სვეტიცხოვლის მამები, მეგობრები, მთელი ქვეყანა ამ გულში მყავხართ...
სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი მომენატრება კიდეც... მერეც არ დამივიწყოთ..."
- წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge