Powered by Jasper Roberts - Blog

14:17 02.09.2017
,,ახლა ვიღაც ნაცი ამასაც იტყვის: "ეს კონტრ-დივერსიაა მთავრობის "ნიათობის" სადემონსტრაციოდაო!" - დავით ზარდიაშვილი

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,გუშინ მთაწმინდაზე ხანძარი ძალიან ეფექტიანად და საკმაოდ სწრაფად ჩააქრეს. თანაც ისეთ სადემონსტრაციო ადგილას იყო, ლამის მთელი თბილისიდან კარგად ჩანდა მეხანძრეთა და განსაკუთრებით - სახანძრო ვერტმფრენის ეფექტიანი მოქმედება. თავად შევესწარი, თავისუფლების მოედანზე, ლესელიძის კუთხეში ხალხი (მათ შორის უცხოელი ტურისტებიც) იყო შექუჩებული და ამ ეფექტურ სანახაობას როგორ პირდაღებული შესცქეროდა.


...თუკი ხანძრები დივერსიაა მთავრობის უნიათობის საჩვენებლად მოწყობილი, გუშინ აშკარად პირიქით გამოვიდა - უნიათობა კი არა გვარიანი "ნიათობა" იქნა კარგად ნაჩვენები. ახლა ვიღაც ნაცი ამასაც იტყვის: "ეს კონტრ-დივერსიაა მთავრობის "ნიათობის" სადემონსტრაციოდაო!" - წერსს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge