Powered by Jasper Roberts - Blog

18:35 01.09.2017
''მე ლამაზი მეგობარი მყავდა..." - დალი ბჟალავა

ჟურნალისტი და Georgian PRESS - ის რედაქტორი - დალი ბჟალავა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, საყვარელ და ერთგულ მეგობარ, - მიას, შემდეგი შინაარსის სტატუსს უძღვნის:

 

 

,,12 წელია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთად, დღემდე...


ჩემი ცხოვრების 12 წელი, მე შენი ცხოვრებით ვიცხოვრე. 


ჩემი ყველაზე თბილი და ტკბილი 12 წელი...


ჩემი ყოველი დღე იწყებოდა შენით, შენი დღე კი - ჩემით..


ასე ვიარეთ ერთად დღემდე...


დღემდე, მე ვიცხოვრე შენი კატური ცხოვრებით და შენ გაცხოვრე, - როგორც ადამიანი...


ამ 12 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2 დღიანი შუალედით თუ დაგტოვებდი და ისიც, თითზე ჩამოსათვლელად, მხოლოდ ერთხელ იყო ამ 12 წელში, როცა კვირაზე მეტხანს დაგტოვე, ჩემი ყველაზე დიდი უბუდურების დროს...


დანარჩენ დროს, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, სულ სახლში მომიჩქაროდა, შენს გასახარებლად...  სადაც შენ მიცდიდი, ფანჯარასთან, აივანზე ან სულაც - ქუჩის დასაწყისში...


და მეც მოვდიოდი, სახლში ჩემი მიას გასახარებლად...


ძალიან არ გიყვარდა სახლიდან რომ მივდიოდი, მაგრამ იცოდი, რომ საღამოს აუცილებლად დავბრუნდებოდი, ჩანთის ზომითაც კი ხვდებოდი, სამსახურში მივდიოდი თუ სადმე შორს... თითქმის არსად არ დავდიოდი სამხურის გარდა, შენ რომ არ დამეტოვებინე...


ორი დღით სოფელში ჩასულს და მობრუნებულს, ხმაშეცვლილი და განერვიულებული მხვდებოდი სულ... უჩემო ორი ღამე გაგიჭირდა... და რა ბედნიერი იყავი ჩემი ნახვით გახარებული...


ამიტომ მეც, სულ შენთან მოვიჩქაროდი, - „წავედი, ჩემი მია უნდა გავახაროთქო... შენ ყოველთვის მელოდი სახლში, კართან თუ ეზოს გარეთ, წვიმასა თუ ქარში, ყინვასა და თოვლში, წვიმაში გალუმპული... არ გბეზრდებოდა ჩემი ლოდინი, მთავარი იყო იცოდი, რომ აუცილებლად მოვიდოდი...


შენ ჩემი ადამიანური კატა იყავი, ჩემი ტკივილის და დარდის გამზიარებელი... 


12 წელი, ხომ მთელი ცხოვრებაა...  და ეს მთელი ცხოვრება დასრულდა ჩვენთვის...


ახლა იწყება ჩემი ახალი, უშენო სრულიად თავისუფალი - ახალი ცხოვრება, სადაც მინდა წავალ, დავიგვიანებ, თუ არა არ აქვს მნიშვნელობა, როცა არავინ დამელოდება შენსავით თბილად და ერთგულად...


მე არ ვიცი სად მიდიან კატები სიკვდილის შემდეგ, თუმცა შენ სულ ჩემში დარჩები... ჩემო ბომბორა, ბოხორა მია..." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge