Powered by Jasper Roberts - Blog

13:30 31.08.2017
შაქარი ნარკოტიკად აღიარეს

სენტ-ლუისის გულის ინსტიტუტისა და არაკომერციული ორგანიზაცია Lahey Health-ის განცხადებით, შაქარი იმავე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც კოკაინი. ჰიპოთეზა British Journal of Sports Medicine-ზე გამოქვეყნდა, მაგრამ სხვა სპეციალისტებმა ის გააკრიტიკეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. 

 

მკვლევრები წერენ, რომ საქაროზას ნახშირწყლების გავლენა კოკაინის მსგავსია. ის ცვლის განწყობას, ასტიმულირებს სიამოვნების შეგრძნებას და ადამიანს ტკბილი პროდუქტის მოძებნას აიძულებს. მეცნიერებმა ეს დასკვნა თაგვებზე დაკვირვებით გამოიტანეს, რომლებიც ნარკოტიკსა და შაქარს შორის, ამ უკანასკნელს ირჩევდნენ. მათი აზრით, ეს ნახირწყალი იწვევს უფრო ძლიერ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკალოიდები. 

 

სხვა მეცნიერების აზრით, შაქარი მართლაც იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, თუმცა დამოკიდებულს არ გხდის. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერის ჰიშამ ზაუდინის განმარტებით, თაგვებს დამოკიდებულება უჩნდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი შაქრის წილს კვირის განმავლობაში დღეში ყოველ 2 საათში ღებულობს, თუმცა ტკბილეულების თავისუფალ წვდომის დროს, შაქრის მიღება ჩვევად არ ექცევათ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge