Powered by Jasper Roberts - Blog

17:31 30.08.2017
როგორ უნდა ვიკვებოთ ორსულობის დროს? - ექიმის რეკომენდაცია

ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანსაფუძველს რაციონალური კვება წარმოადგენს. ორსულმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ყველაფერი, რასაც კი მიირთმევს, ნაყოფის განვითარებაზე მოახდენს გავლენას.

რომელ პროდუქტებს უნდა ერიდოს მომავალი დედა და რა ჩართოს თავისრაციონში?

ორსულისთვის კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ დედის რაციონსა და დღის რეჟიმზეა დამოკიდებული ნაყოფის ჯანმრთელობა. თუმცა კვება მნიშვნელოვანია არა მარტო ორსულობისას. თუ მომავალი დედა არაჯანსაღად იკვებებოდა და, საზოგადოდ, მძიმე სოციალურ პირობებში იზრდებოდა, ეს აუცილებლად გამოიღებს უარყოფით შედეგს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ორსულობის პერიოდში მაინც უზრუნველვყოთ ჯანსაღი რეჟიმითა და კვებით. ორსულის რაციონის აუცილებელი კომპონენტიაკალციუმით მდიდარი საკვები. დაორსულებამდე ქალს კალციუმის უკმარისობა მაინცდამაინც არ აწუხებს, მაგრამ დაორსულებისთანავე მისი დეფიციტი მომავალ დედას პრობლემების პირისპირ აყენებს.

 რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს ელემენტი ორსულებისთვის?

 გარდა იმისა, რომ კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების სიჯანსაღისთვის, ამ ნივთიერების გარეშე შეუძლებელია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჩამოყალიბება. 

 რა იწვევს კალციუმის დეფიციტს მომავალი დედის ორგანიზმში?

 უკმარისობა თავს იჩენს, როდესაც ორსული საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს. ამას ერთვის ნერვული სტრესები, ეკოლოგიურად არაჯანსაღი გარემო. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კალციუმის შეწოვასა და ათვისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს D ვიტამინი, ამიტომ აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის აბაზანების მიღება. ორსულმა ყოველდღე უნდა ისეირნოს.

თუ მომავალი დედის ორგანიზმში არ არის საკმარისი კალციუმი, ნაყოფი ჩონჩხის ჩამოსაყალიბებლად ორსულის ძვლებში არსებულ კალციუმის მარაგს მოიხმარს, ეს კი კალციუმის დეფიციტს გამოიწვევს, რაც პირველ დარტყმას ქალის ძვლოვან სისტემასა და კბილებს აყენებს. იზრდება ძვლების მოტეხილობის რისკი, იწყება პაროდონტიტის ჩამოყალიბება. ალბათ, გსმენიათ, რომ ორსულები კბილების გაფუჭებას უჩივიან. საქმე ის არის, რომ ორსულობისას კალციუმის დეფიციტის გამო მინანქარი ზიანდება, მყიფე და მტვრევადი ხდება.

ყოველივე ამის გამო ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ კბილებსა და ღრძილებს. როგორც კი იგრძნობთ, რომ პირის ღრუში პრობლემებმა იჩინა თავი, სტომატოლოგს მიმართეთ, საქმე კბილების სერიოზულ დაზიანებამდე რომ არ მიიყვანოთ.

გაითვალისწინეთ, რომ კალციუმის არც გადაჭარბებული მიღებაა მიზანშეწონილი. ამიტომ უმჯობესია, ორსულმა კვების რაციონი ექიმთან შეთანხმებით შეადგინოს და ორსულობის ბოლომდე მისდიოს. ორსულმა, ასევე თვალყური უნდა ადევნოს საკუთარ წონას, რადგან დედის ზედმეტმა კილოგრამებმა, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობასაც ავნოს.

           ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში:

საუზმე – 8.00-9.00 სთ; 

სამხარი- 11.00-12.00 სთ; 

სადილი- 14.00-15.00 სთ; 

ვახშამი- 18.00-19.00 სთ და 21.00 – ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი.

 

საკვების მიღების შემდეგ აუცილებელია აქტიური დასვენება. ორსულმა ვახშამი უნდა მიიღოს დაძინებამდე 2-3 საათის ადრე მაინც. 

 

ორსულობის მეორე ნახევარში  მიზანშეწონილია 5-6-ჯერადი კვება. თანაც, ორსულმა დღის განმავლობაში მისაღები საკვების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჭამოს დღის პირველ ნახევარში. 

ორსულთათვის სასარგებლო პროდუქტებია

მარცვლეული:  ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;

ყველანაირი ხილი და ბოსტნეულიპარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;

ხორცი, თევზი, კვერცხი; 

ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.

 

ორსული უნდა მოერიდოს:

კოფეინის შემცველ სასმელს: ყავა, მაგარი ჩაი, "პეპსი", "კოლა" და "კოკა-კოლა"; თუ ორსულს ძალიან სურს ამ სასმელების მიღება, მაშინ დღის განმავლობაში მაქსიმუმ 2 ჭიქა შეუძლია დალიოს. 

ალკოჰოლს – დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მას; 

თამბაქოს მოწევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;

ჭარბი რაოდენობით შაქარს და ტკბილ საკვებ პროდუქტებს: კანფეტი, შოკოლადი, ნამცხვრები;

საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადები, მწნილები, საწებლები;

ცხოველური ცხიმის დიდი რაოდენობით მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;

კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიცპროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავენ და შესაძლოა, ისეთი საშიში ინფექციის წყარო გახდნენ, როგორიცაა ბოტულიზმი.

არაპასტერიზებულაუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს.

ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;

თოხლო და უმ კვერცხს.

ღვიძლისა და შიგნეულობისგან დამზადებულ საკვებს;

 

ვიტამინები ორსულობის დროს :

ორსულ ქალს დიდი რაოდენობით რკინაკალციუმი და ფოლიუმის მჟავა ესაჭიროება

რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი; 

ფოლიუმის მჟავით მდიდარია საფუვრიანი პურიპარკოსნებიკვერცხიჭარხალიკომბოსტობარდა და პომიდორი

კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის პროდუქტები, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული. 

 თუ ორსული ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით არ იღებს, მაშინ ექიმმა უნდა გამოუწეროს ორსულებისთვის განკუთვნილი, ვიტამინური პრეპარატები.

ავტორ(ებ)ი : oxford-med.ge