Powered by Jasper Roberts - Blog

14:40 26.08.2017
ქლიავი - გემრიელი და სასარგებლო ხილი

მომჟავო-მოტკბო გემოსი, წვნიანი და არომატული ქლიავი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, წმენდს ორგანიზმს და ამდიდრებს ვიტამინებით. ქლიავი განთქმულია მნიშვნელოვანი ბიოლოგიური თვისებებით და ფართოდ იყენებენ არა მარტო როგორც დიეტურ, არამედ როგორც სამკურნალო პროდუქტს.



ქლიავი შეიცავს B3 ვიტამინსა და კაროტინს, ფოლიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, მანგანუმს, მაგნიუმს, ქრომს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ის სასარგებლოა ბევრი დაავადების დროს.


- ქრონიკული შეკრულობის დროს შეურიეთ ერთმანეთს ხორცსაკეპში გატარებული თანაბარი რაოდენობის შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარის ჩირი და დაამატეთ თაფლი. 1 ს/კ ნარევი მიიღეთ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დააყოლეთ 1 ჩ/ჭ ცივი წყალი და საღამოს, ძილის წინ - კეფირი.

- თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებისას სვით ქლიავის კომპოტი.
- შეშუპების დროს რეკომენდებულია რეგულარულად მიიღოთ იოგურტით შეკაზმული მოხარშული ჭარხლისა და ქლიავის სალათა.
- სისხლნაკლებობის დროს მიიღეთ მოლურჯო-იისფერი და წითელი ქლიავი.
- ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოფლებიტის დროს ქლიავი და მისი წვენი აფერხებს სისხლის შესქელებას, გამოდევნის ორგ

ანიზმიდან "ცუდ" ქოლესტერინს, ზედმეტ სითხესა და მარილს.
- რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის დროს - ხალხური 

მედიცინა გვირჩევს, ხშირად მივიღოთ შავი ქლიავი და 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე - 1 ჩ/კ თაფლდამატებული ახალგამოწურული წვენი.
გაგაცნობთ ქლიავის ზოგიერთი ჯიშის სამკურნალო თვისებებს:
- ვიქტორიას (ყვითელი, ტკბილი რბილობით) ახალგამოწურული წვენი ან პიურე დაბლა სწევს კუჭის მჟავიანობას.
- რენკლოდი - სადესერტოა, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის; შველის შეკრულობას, წმენდს ორგანიზმს, გამოდევნის მავნე ტოქსინებს.
- მირაბელი - მსუბუქი გამხსნელია. რეკომენდებულია 1-2 ს/კ მჟავე პიურეს მიღება ძილის წინ.
- უნგრული შავი ქლიავი, დღე დაიწყეთ 1 ჩ/ჭ თბილი წყლით, რომელშიც იხარშებოდა ქლიავი. საღამოს კი ნავახშმევს, შეჭამეთ 3-5 ც შავი ქლიავი.

ავტორ(ებ)ი : kvirispalitra.ge