Powered by Jasper Roberts - Blog

16:38 21.08.2017
ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონია. ბარსელონაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე + 65 წლის ასაკის ქალთა შორის ნონა გაფრინდაშვილმა 9 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მეორე ადგილზე 4,5 ქულით ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი), ხოლო მესამეზე 3 ქულით ირინა კაბანოვა (რუსეთი) გავიდა.

ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ, რომელმაც 7 ქულა მოაგროვა, ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი) ჩამორჩა, მესამე ადგილზე 6,5 ქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) გავიდა.

ავტორ(ებ)ი : imedinews.ge