Powered by Jasper Roberts - Blog

15:47 21.08.2017
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე „ხელშეკრულება“ გააფორმეს

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე. 

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, „აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ ფარგლებში. 

დოკუმენტს ხელი მოეწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ფომინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ანატოლი ხრულიოვის შეხვედრისას. 

„ხელი მოეწერა საკონტრაქტო დოკუმენტებს აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ითვალისწინებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge