Powered by Jasper Roberts - Blog

14:12 19.08.2017
"უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს"-ილია მეორე

უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, - ამის შესახებ მცხეთის სამთავროს მონასტერში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა. 



პატრიარქმა სრულიად საქართველოს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა. 



"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უფალმა იცვალა ფერი, რათა მოწაფეებისთვის ეჩვენებინა თუ რა ძალა არსებობდა მათ წინაშე. ფერიცვალება იყო იმისთვის, რომ უფრო მეტად განმტკიცებულიყო მათი რწმენა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. ფერიცვალება შესაძლებელია ადამიანისთვის მხოლოდ ღვთის ძალით და მადლით. შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს", - ბრძანა პატრიარქმა. 



წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ხილი აკურთხა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge