Powered by Jasper Roberts - Blog

16:11 17.08.2017
Victoria's Secret-მა 15 ახალი მოდელი შეარჩია - სიაში ქართველი გოგონაც მოხვდა

რამდენიმე თვის შემდეგ მთელი მსოფლიო ისევ ეკრანს მიუსხდება, რათა ყოველწლიური Victoria's Secret-ის გრანდიოზული შოუ იხილოს. ახალი ჩვენებისთვის მომზადება უკვე დაიწყო: ნიუ-იორკში კასტინგებმა სტარტი აიღო: ბრენდის ოფისს მსოფლიოს ის ყველაზე ლამაზი გოგონები სტუმრობენ, რომლებსაც პოდიუმზე ალესანდრა ამბროსიოსთან, ადრიანა ლიმასთან და დებ ჰადიდებთან სურთ გამოსვლა. სანამ მოდელებს სექსუალური თეთრეულითა და ფრთებით ვიხილავთ, მანამდე ფოტოგრაფების ობიექტივში ქუჩის სტილით და მაკიაჟის გარეშე ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ამჯერად „ვიქტორია სეკრეტის“ ჟიურის წინაშე ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილიც წარსდგა. უცხოურ მოდის ინსტაგრამ გვერდებზე თაკოს ფოტოს დიდი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თუ ვის შეარჩევს ბრენდი შოუსთვის, 20 აგვისტოს გახდება ცნობილი.

 

#1 უილოუ ჰენდი

 

 

#2 დალია სავიკი

 

 

#3 ლორა გრაუი

 

 

#4 დაშა მალეტინა

 

 

#5 სოფია რეზინგი

 

 

#6 კამილა ჰანსენი

 

 

#7 თაკო ნაცვლიშვილი

 

 

#8 შარამ დინიზი

 

 

#9 სამანტა გრადოვილი

 

 

#10 სინდი მელო

 

 

#11 კეილანი ასმუსი

 

 

#12 დაკი ტომი

 

 

#13 ვანესა მილომემი

 

 

#14 სიმონ ჩელენჯერი

 

 

#15 სენეტ გიდი

 

ავტორ(ებ)ი : okmagazine.ge