Powered by Jasper Roberts - Blog

15:38 17.08.2017
Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა

ჟურნალმა Forbes 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა. სიის სათავეში 28 წლის ემა სტოუნი მოხვდა, რომლის შემოსავალიც შარშან 26 მილიონი დოლარი იყო.


მეორე ადგილზე გავიდა ჯენიფერ ენისტონი, რ 25 მილიონი დოლარით, მესამეზე კი ჯენიფერ ლოურენსი 24 მილიონი დოლარით.

 

თანხის უმეტესობა სარეკლამო კამპანიიდან მიღებული ჰონორარია.

 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების ათეული ასე გამოიყურება.

 

1. ემა სტოუნი - $26 million

2.ჯენიფერ ენისტონი - $25.5 million

3. ჯენიფერ ლოურენსი - $24 million

4. მელისა მაცარტი - $18 million

5. მილა კუნისი - $15.5 million

6. ემა უოტსონი- $14 million

6. შარლიზ ტერონი - $14 million

8. ქეით ბლანშეტი- $12 million

8. ჯულია რობერტსი - $12 million

10.ემი ადამსი - $11.5 million

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge