Powered by Jasper Roberts - Blog

13:34 17.08.2017
საზამთროს დიეტა - 5 დღეში მინუს 4 კგ

საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ჯერ ერთი, დაბალკალორიულია - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 30 კილოკალორიას უდრის. ამავე დროს საზამთროს შარდმდენი თვისება აქვს. 5-დღიანი დიეტის განმავლობაში ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან დაიცლება და მასთან ერთად ცხიმოვანი უჯრედებისგანაც გათავისუფლდება. საქმე ის არის, რომ კანქვეშა ცხიმოვანი შრის 8-10% სითხეა და მხოლოდ 12%-ია ცხიმი. 


საზამთროს ოდენობა გამოთვალეთ შემდეგი ფორმულით: ნახევარი კილოგრამი რბილობი ყოველ 10 კილოგრამ წონაზე. ეს რაოდენობა უნდა გაყოთ ხუთად და მიიღოთ 5 დღის განმავლობაში. საზამთროს 5-დღიანი დიეტის მეშვეობით დაახლოებით 4 კგ-ს დაიკლებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ: ასეთი

დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 5-დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ დიეტა განაგრძოთ და გადახვიდეთ მომდევნო ეტაპზე, რომელიც 10 დღეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ ისაუზმოთ რუხი ბურღულის (მაგალითად, წიწიბურას) ფაფით, უშაქრო ჩაით, სადილად მიირთვათ ცოტაოდენი მოხარშული ხორცი ან თევზი, სალათის ფოთლები, ხოლო ვახშმად - აუცილებლად საზამთროს რბილობი. მისი ოდენობა უნდა გამოთვალოთ შემდეგი პრინციპით: 1 კგ რბილობი 30 კგ წონაზე. 


საზამთროს 15-დღიანი დიეტის წყალობით კი 15-18 კგ-ს დაიკლებთ.


საზამთროს დიეტას აქვს უკუჩვენებებიც: მისი გამოყენება არ შეიძლება დიაბეტის, შარდკენჭოვანი დაავადების, პანკრეასის დაავადების დროს. საზამთროს დიეტა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლის პრობლემებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს, თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი, როგორც უკვე ვთქვით, უკუნაჩვენებია. 

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge