ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში ყინულის ქვეშ 91 ვულკანი აღმოაჩინეს. გეოლოგების თქმით, აღნიშნული ვულკანური სარტყელი შესაძლოა პლანეტაზე ყველაზე დიდი იყოს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
"გაოგნებულები ვიყავით, ამდენ ვულკანს არ მოველოდით"- განაცხადა მყინვარების სპეციალისტმა რობერტ ბინგემმა.
უფრო ადრე მეცნიერებმა ამავე რეგიონში 47 ვულკანი აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, ბოლოს აღმოჩენილი ვულკანების სიმაღლე 100-დან 2850-მდე მეტრს აღწევს.
ახლა უკვე სპეციალისტებს იმის დადგენა მოუწევთ, თუ რამდენად აქტიურია აღნიშნული ვულკანები.