Powered by Jasper Roberts - Blog

15:32 12.08.2017
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

15-16 აგვისტოს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით,- ამის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია +29-34 გრადუსი სითბო. 15 აგვისტოს თბილისში +34 გრადუსს პროგნოზირებენ, ხოლო 16 აგვისტოს +32 გრადუსი იქნება.



რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, 13-14 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 13-14 აგვისტოს თბილისში +36 გრადუსია მოსალოდნელი. ამავე დღეებში, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +33-38 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32-37 გრადუსი იქნება. 


რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 13-14 აგვისტოს მოსალოდნელია +32-34 გრადუსი სითბო, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge