Powered by Jasper Roberts - Blog

17:19 11.08.2017
„შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა“- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში შინდისის ბრძოლის 9 წლისთავთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა.

 

"შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.


 

ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს მომავალი თაობებისთვის.


მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელ ხსოვნას",- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge