Powered by Jasper Roberts - Blog

15:32 11.08.2017
მსოფლიოს ზღაპრულ სოფლებს შორის უფლისციხეც მოხვდა

არაერთი უცხოური გამოცემა, რომელიც მკითხველს მსოფლიოს გამორჩეული ადგილების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდის და მათ მონახულებაზე რჩევებს აძლევს, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ამჯერად, მკითხველს ჟურნალმა “Architecture Design” მსოფლიოს 115 ზღაპრული სოფელი გააცნო, რომლებიც თავიანთი ლანდშაფტური, კულტურული თუ ესთეტიკური მახასიათებლებით მართლაც უნიკალურები არიან.

 

ნუსხაში პატარა, ულამაზესი დასახლებები მთელი მსოფლიოდან მოხვდა. ზოგიერთი მათგანი დასახლებულია, ზოგი – არა.  ჩამონათვალში მოხვდა უძველესი, ქართული, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქი – უფლისციხე. სიაში ვხვდებით გერმანიის, ავსტრიის, იაპონიის, ჩინეთის, ხორვატიის, მექსიკის და სხვა ქვეყნების საოცარ ადგილებს, რაღა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ავტორ(ებ)ი : artnews.ge