Powered by Jasper Roberts - Blog

12:43 11.08.2017
განათლების სამინისტრო სკოლებში "ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს

განათლების სამინისტო სკოლებში "ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.



კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.



"რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 



ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს ვაშლი გაატანონ.



თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000 -60 000 იქნება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge