Powered by Jasper Roberts - Blog

16:02 10.08.2017
"სააკაშვილის გადაადგილებას უცხოელ პარტნიორებთან არ განვიხილავთ"-უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას უცხოელ პარტნიორებთან არ განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი მაკეევმა განაცხადა. 


„უკრაინის საგარეო უწყება მუდმივად ხვდება უცხოელ კოლეგებს, მაგრამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ერთი კონკრეტული პირის გადაადგილება არ არის. შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამგვარ საუბრებს არ ატარებს. მითუმეტეს, რომ ვინ იცის, თუ ხვალ სად აღმოჩნდება ეს პირი“, - დასძინა მაკეევმა ტელეარხ ZIK-ის ეთერში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge