Powered by Jasper Roberts - Blog

15:22 10.08.2017
დასავლეთ საქართველოში საკარანტინო მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობებ დაამუშავებ 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი. შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.


აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში დაახლოებით 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა, რამაც მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შეამცირა. პარალელურად მიმდინარეობს სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები. თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებენ. ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმა და მიმდინარე კვირიდან ხორციელდება", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

  

 

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ატარებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge