Powered by Jasper Roberts - Blog

13:49 10.08.2017
მედიის ცნობით, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინება გადაიფიქრეს

ამერიკელმა მსახიობებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა, რომლებმაც განქორწინებაზე დოკუმენტები გასული წლის სექტემბერში შეუტანეს, შესაძლოა ურთიერთობა აღადგინონ. ამის შესახებ US Weekly-ი წერს.

 

გამოცემის წყაროს ცნობით, ბოლო თვებში მათ არც კი უცდიათ პროცესის გააქტიურება და როგორც ჩანს, არც აპირებენ.

 

მაისში ჟურნალი წერდა, რომ ჯოლი და პიტი ერთმანეთს ბავშვებისგან ფარულად ხვდებიან. მსახიობების მეგობრები მიიჩნევენ, რომ განქორწინების პროცესის შეჩერების შემდეგ ისინი შესაძლოა შერიგდნენ.

 

ანჯელინა ჯოლიმ განქორწინება გასული წლის 19 სექტემბერს მოითხოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი იყო ინციდენტი,რომლის დროსაც თითქოს ბრედ პიტმა ერთერთ შვილს დაარტყა,თუმცა ბავშვთა უფლებების დამცველმა დეპარტამენტმა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.

 

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge