Powered by Jasper Roberts - Blog

12:18 10.08.2017
პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ შეფერხებებს გამოეხმაურა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.

 


მინისტრის ინფორმაცით, გვიან ღამით გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს როგორც მგზავრების ფიზიკურ, ისე ონლაინრეგისტრაციას.


გიორგი გახარიას განმარტებით, არსებული ცნობით, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ შექმნილა, ის უფრო გლობალურია და შესაბამის უწყებებს მუდმივი კავშირი აქვთ SITA-ს სათავო ოფისთან, რათა ხარვეზი უმოკლეს დროში აღოიფხვრას.


„სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები. რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge