Powered by Jasper Roberts - Blog

16:11 09.08.2017
საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის მკვიდრი დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. წალენჯიხის გამგებლის ინფორმაციით, უტა სამუშია მდინარე ენგურზე სათევზაოდ იყო წასული და მისი აყვანა სოფლების - პალურისა და რიყის საზღვართან მოხდა. 



ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, სამუშია ე.წ. "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. 



სუს-ის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე აცნობეს.



„დაკავებულია ერთი პირი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირისი გასათავისუფლებლად“, - აცახდებენ სუს-ში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge