Powered by Jasper Roberts - Blog

15:16 09.08.2017
"პუტინის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. 



“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა, ისევე როგორც მანამდე განხორციელებული სხვა ვიზიტები, არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. 



ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge