Powered by Jasper Roberts - Blog

13:24 09.08.2017
ლიტვის საგარეო უწყება 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 



„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ 2008 წლის აგვისტოში შეძრა მსოფლიო. ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რუსეთმა კი საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ისინი აიძულეს დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და მათ დღემდე არ შეუძლიათ დაბრუნება“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში. 



ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად განაგრძონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა და საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა.



„ომიდან ცხრა წლის შემდეგ რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ე.წ. ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი დე- ფაქტო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეგიონების მცოცავი ანექსია გრძელდება. საქართველოს ამ რეგიონებში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს და შეუძლებელია სიტუაციის საერთაშორისო მონიტორინგი“, - დასძინეს განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge