Powered by Jasper Roberts - Blog

17:49 08.08.2017
"რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა"-დიმიტრი მედვედევი

რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში, "სამხრეთ ოსეთში" მოხდა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა დაწერა. 



დიმიტრი მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ცხინვალში ოპერაცია ჩაატარა, ვინაიდან ვალდებული იყო თავისი მოქალაქეები დაეცვა.



„სიმართლე გითხრათ, 2008 წლის 8 აგვისტომდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს შეუძლია „გრადი“ დაუშინოს თავის სახლებში მძინარე მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო სასტიკი მაგალითები გვაქვს. ერთი რამე უეჭველია - რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას“, - დასძინა მედვედევმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge