Powered by Jasper Roberts - Blog

13:19 08.08.2017
"პუტინის ყველა ნების ყველა შემსრულებელს მოუხდება ძალიან მალე პასუხისმგებლობა"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ურეკში პეტრო პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ფარულ შეხვედრაზე გადაწყდა და ამით მათ ვლადიმერ პუტინის დავალება შეასრულეს.


სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პოლონეთში გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება.

 

"რა თქმა უნდა, ვემზადები უკრაინაში დასაბრუნებლად, სასამართლოში ჩემი საქმის დასაცავად, იმიტომ რომ 100 პროცენტიანი მოგებული საქმეა და უკრაინაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად. მე მყავს მილიონობით მომხრეები, უკრაინაში მრავალი მილიონი მომხრე, მე მაქვს რწმენა ჩვენს ძალებში, ჩვენი აქტივის ძალებში და დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. ოლიგარქების გარიგება - ივანიშვილი და პოროშენკო გარიგდნენ, ურეკში და ეს ყველაფერი აკურთხა პუტინმა. თუ საქართველოს ე.წ. პროკურატურამ რამე გაუგზავნა ვინმეს, ეს უკვე სასაცილოდ აღარავის აღარ ყოფნის არსად. ეს არის პირდაპირი პუტინის დავალება, პუტინი არც მალავს, რომ ეს არის მისი დავალება. ესენი არიან პუტინის ნების სამარცხვინო შემსრულებლები," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მესამე პრეზიდენტი სამწუხაროს, უწოდებს იმ ფაქტს, რომ "აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის ნებას მიჰყვება".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge