Powered by Jasper Roberts - Blog

15:47 05.08.2017
"წუხელ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რეიდი იმის გამო ჩატარდა, რომ ვარაუდობდნენ, სააკაშვილი უკრაინაში შემოვიდოდა"

წუხელ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რეიდი ჩაატარა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდოდა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და „მიხეილ სააკაშვილის ახალი ძალების მოძრაობის“ წევრი იური დერევიანკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. 



„პოლონეთთან საზღვარზე რეიდი ჩატარდა იმის ვარაუდით, რომ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება. პოლონეთთან საზღვარი ხელოვნურად იყო ბლოკირებული. ეს მოხდა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უშუალო დავალებით“ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე“ , - დაწერა იური დერევიანკომ. 



დეპუტატის თქმით, მისი მანქანა ზედმიწნევით გაჩხრიკეს.



„საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ. ეს კომედია იმის მიზეზი გახდა, რომ მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა“, - აღნიშნა მან. 



იური დერევიანკო მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა.



„მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ განაცხადებს უკრაინაში დაბრუნების თარიღს“, - დასძინა მან. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge