Powered by Jasper Roberts - Blog

15:05 04.08.2017
საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს  NBA-ს ჩემპიონი გახდა. მისმა გუნდმა  "Golden State Warriors" ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში " Cleveland Cavaliers" ანგარიშით 129:120დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

6 აგვისტოს ზაზა ფაჩულია NBA- ჩემპიონთა თასს, ტრადიციული ტროფი ტურის ფარგლებში, საქართველოში ჩამოიტანს და აეროპორტში გულშემატკივრებს შეხვდება. ტურის განვავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ქართველი კალათბურთელი და ცნობილი ლარი ობრაიენის სახელობის თასი  ნახონ და მასთან ფოტოები გადაიღონ.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთერთი მასპინძელი თიბისი ბანკია. ქართველი კალათბურთელი პროექტების  „სტარტაპერის" და „ბიზნესდაჯილდოების" მონაწილეებს შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს. 

 

საქართველოში ჩამოსვლა და თასის ჩამოტანა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობის მოპოვებისთანავე გადაწყვიტა. მან თამაშს შემდეგ გულშემატკივარს Facebook live-ის მეშვეობით მიმართა და  თავისი ემოციები გამოხატა:


"სიტყვები არ მყოფნისეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეამადლობელი ვარრომ მომეცა საშუალება ჩემი ქვეყანა წარმედგინაგილოცავთ ყველასდიდი მადლობა ყველასვინც გვერდში მედექით

რთული სეზონი იყომაგრამ ჩვენმაინც გავიმარჯვეთძალიან ბედნიერი ვარრომ ქართველი ვარამას ყოველთვის ვიტყვისაქართველოში თასი და ბეჭედი ჩამოვა!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge