Powered by Jasper Roberts - Blog

20:37 03.08.2017
NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, კონფერენცია – ,,საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“ - გაიმართა

დღეს, 3 აგვისტოს, 12:00 საათზე, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში,  ჩართულობის და განვითარების ცენტრის და ეზიდთა სასულიერო საბჭოს ერთობლივი კონფერენცია -საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21- საუკუნეში გაიმართა.

 

კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:  საერთაშორისო ტერორიზმი და რეგიონალური უსაფრთხოება, - თუ როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე  ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღე საქართველოში  ახლო აღმოსავლეთის ექსპერტებმა, კონფლიქტოლოგებმა, ჟურნალისტებმა და ანალიტიკოსებმა.

 

კონფერენციაზე, ასევე, მნიშვნელოვანი გახლდათ დისკუსია, რომელშიც, მოწვეული სტუმრებიც ჩაერთნენ.

 

აღსანიშნავია, რომ, 2014 წლის 3 აგვისტოს,დაეშისმიერ დაწყებული ეზიდების დევნის შედეგად, მოკლეს ათობით ათასი ეზიდი, ათასობით ქალი და ბავშვი იქნა გატაცებულიმათ ბაზარში როგორც ნივთს, დღემდე ისე ყიდიანმოზარდებს იტაცებდნენ ცალკე ბანაკებში სადაც წვრთნიან როგორცდაეშისმეომრებს, მამაკაცებს კი, ვინც უარს არ  იტყოდა ეზიდურ სარწმუნოებაზე, კლავდნენ, ასობით ათას კი მოუწია საკუთარი სახლ-კარის მიტოვება და თავშესაფრის ძებნა.  

 

კონფერენცია ღნიშნული ტრაგედიის ამსახველი ფოტო-სურათების გამოფენით გაიხსნა.


 

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ:

 

· აგიტ მირზოევი - ჩართულობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

· დმიტრი ფირბარი - საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი, აღმოსავლეთმცოდნე

· ოფიციალური პირები და მოწვეული სტუმრები. მათ შორის, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, - მალხაზ გულაშვილი.


 

,,მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. მე, როგორც პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, მუდმივად ვაკვირდები საერთაშორისო ტერორიზმის მიმართულებით არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს, როემლებიც, ჩვენს დროში, ძალიან მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამდენი ადამიანების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის. ეს არის სპეც.სამსახურებს ამოფარებული ძალების ქმედებები. ქართველი ხალხი ყოველთვის დარჩება ეზიდი ხალხის გვერდით და ჩვენ, ამ რთულ და საშიშ ბრძოლაში, დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მათ!“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში მალხაზ გულაშვილმა.

 

კონფერენციის მსვლელობისას, პირველი პანელი გახლდათ: „ეზიდური ეთნოციდის ფაქტი: ჰუმანიტარული კატასტროფა და საერთაშორისო სამართლის ჩიხი: ეროვნული ტრაგედიის გეოპოლიტიკური ექო“, რის შემდეგაც, აღნიშნულ საკითხზე გადაღებული, საკმაოდ ემოციური დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.


 

კონფერენციის მომხსენებლები გახლდნენ:


 

მოდერატორი: ვახტანგ მაისაია პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორი, ასოციირებული პროფესორი

მომხსენებლი: დმიტრი ფირბარი - აღმოსავლეთმცოდნე

მომხსენებლი: თამარ ავალიანი - ადამიანის უფლებათა ცენტრი

მომხსენებლი: თამარ კიკნაძე - პოლიოტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

 

კონფერენციის მეორე პანელი მიეძღვნა თემას: „ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური პროცესების მოდელირება კავკასია - ცენტრალურ აზიის ვექტორის მიმართულებით“

 

მოდერატორი: გიორგი სანიკიძე - პროფესორი, გიორგი წერეთელის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

მომხსენებელი: ვახტანგ მაისაია - პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

მომხსენებელი: ვასილ პაპავა - ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი

მომხსენებელი: სიმონ გურეშიძე - აღმოსავლეთმცოდნე     

 

კონფერენციის დასასრულს, ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში, პროფესორმა - ვახტანგ მაისაიამ სამუშაო დღის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

 

,,დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პირველად გამახვილდა ყურადღება იმ საშინელებებზე, რომელიც, ამჟამადაც ხორციელდება ახლო აღმოსავლეთში. ქართული საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული იმ პროცესებზე, რომელიც, აქ ტრიალებს და რომელსაც, შეიძლება, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს კავკასიის რეგიონთან და კონკრეტულად, საქართველოსთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი ღონისძიება, რომ ეს ინფრომაციული ვაკუუმი ამოვსებულიყო საჭირო ინფორმაციით და ის სისასტიკე და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც, დაეშმა განახორციელა ეზიდური თემის წინააღმდეგ, ქართველ საზოგადოებას სცოდნოდა. რატომ? იმიტომ, რომ ძირითადად, ეზიდური თემის წარმომადგენლებმა თავშესაფარი ჰპოვეს კავკასიაში და საქართველოში. ჩვენ შევიფარეთ ეს დაჩაგრული და დატანჯული ადამიანები და მნიშვნელოვანია, ის, რომ ვიცოდეთ, - თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარეს ამ ადამიანებმა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი ჩვენი დღევანდელი კონფერენციის, რომელიც, ვფიქრობ, რომ წარმატებით შედგა.“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 


/თამუნა დუღაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge