Powered by Jasper Roberts - Blog

12:55 02.08.2017
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ახალი სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის ექსპორტის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანული საკონსულტაციო კომპანია „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან ერთად, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს. აღნიშნულ საქმიანობას მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.


ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხრიდან დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძე და ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე მდინარაძე, GIZ-ის მხრიდან კი - პროექტის ხელმძღვანელი ფილიპ შტეანჰაიმი, პროექტის ექსპერტი რატი ანჯაფარიძე და პროექტის კონსულტანტი, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა მელაძე დაესწრნენ.


ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთად შეაფასებენ სხვადასხვა ინდუსტრიების საექსპორტო პოტენციალს, რის შემდეგაც შერჩეული სექტორების სპეციფიკისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავებენ შესაბამის სტრატეგიასა და ექსპორტის ხელშემწყობ შედეგებზე ორიენტირებულ აქტივობებს. აღნიშნული სექტორების შერჩევა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებსა და სექტორულ შეფასებებზე, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოხდება.


სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის, ექსპორტისა და ინვესტიციის მიმართულებებს აერთიანებს, მიზნად ისახავს ქართული სამეწარმეო შესაძლებლობების გაზრდას, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა  და სერვისების ექსპორტის ზრდის  ხელშეწყობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.


 

პროექტიმცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტიევროკავშირი ბიზნესისთვისპროგრამის  ფარგლებში ხორციელდება, მისი მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ - ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასმეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვისპროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge