Powered by Jasper Roberts - Blog

15:25 29.07.2017
მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსათვის საფრთხედ გადაიქცა

The Economist - (დიდი ბრიტანეთი), 29 ივლისი, 2017 წელი

http://www.economist.com/news/europe/21725681-mikheil-saakashvili-former-georgian-president-had-become-threat-power-petro?zid=309&ah=80dcf288b8561b012f603b9fd9577f0e

 

ისინი სტუდენტები იყვნენ, როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი 1980-იანი წლების დასასრულს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბიციურ სტუდენტებს წარმოადგენდნენ. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს [ვარდების რევოლუციის შემდეგ], მან რეფორმები აგრესიული ტემპით გაატარა და ხელისუფლება 2012 წელს დაკარგა. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკო საკონდიტრო კომპანიის მდიდარი მფლობელი გახდა და უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში 2014 წელს გაიმარჯვა, მაიდნის რევოლუციის შემდეგ. მშობლიური ქვეყნის გარდაქმნაში რომ დახმარება მიეღო, მან თავის ძველ მეგობარს მიხეილ სააკაშვილს მიმართა და 2015 წლის მაისში ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და თანუკრაინის დიდ მეგობრადშერაცხა.

 

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ძველ მეგობრებს შორის შავმა კატამ გაირბინა: ისინი ერთმანეთისათვის მტრებად იქცნენ. 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ოპოზიციის რიგებში ჩადგა - 26 ივლისს კი უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოაქალაქეობა ჩამოერთვა. რადგან თავის დროზე, როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღომან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოქალაქეობის არმქონე პირად ითვლება და ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტთან დაპირისპირებისა და მის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაიქცა.


უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა, კერძოდ იმაში, რომ მან მოქალაქეობის ანკეტის შევსების დროს არ მიუთითა მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. დამკვირვებლების აზრით, საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მისთვის როგორც პოლიტიკური ოპონენეტის შეზღუდვის მცდელობაა და მეტი არაფერი. „ასეთი ფაქტები იმ ტრადიციის გამეორება და დროში დროში ხდებოდა ხოლმე, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, - აღნიშნულიაუკრაინსკაია პრავდისმოწინავე სტატიაში.


მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში უკვე ბუნდოვანი გახდა. მის მიერ შექმნილი პარტიისახალი ძალების მოძრაობისრეიტინგი მხოლოდ 2%-ია. ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა [და გაძევება] უკრაინისთვის ცუდი ამბების მომასწავებელია. დასავლელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამზრახველებში, როცა მათ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობა დაიწყეს, რეფორმატორებს ხედავდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინაში რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნები გატარდებოდა. ამჟამად რეფორმატორების დიდი ნაწილმა უკრაინა დატოვა, რადგან ისინი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ინსაიდერების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ.


როცა მიხეილ სააკაშვილი გუნერნატორის პოსტიდან გადადგა, მან პრეზიდენტი კორუფციის წინააღმდეგ უნებისყოფობაში დაადანაშაულა: „რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელი ხალხისათვის, ვინ იქნება ხელისუფლებაში - პოროშენკო თუ იანუკოვიჩი? რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ვინ მოიპარავს?“ - ამბობდა იგი იმ დროს. მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით პეტრო პოროშენკომ, როგორც ჩანს, ბოლო მოუღო პოსტრევოლუციურ იმედებს. ზოგიერთები მომხდარ ამბავს იმ ფაქტს ამსგავსებენ, როცა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2011 წელს თავისი ოპონენტი იულია ტიმოშენკო დააპატიმრა.


მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისად ჩაითვალოს. პეტრო პოროშენკოს 2019 წელსაც სურს პრეზიდენტად არჩევა და მისი ადმინისტრაცია უკვე არჩევნებზე ზრუნვითაა დაკავებული. მართალია, მან, საერთაშორისო სავალური ფონდის დახმარებით, უკრაინის ეკონომიკის გარკვეული სტაბილიზება მოახდინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო თითქმის თანაბარი რეიტინგით სარგებლობენ. უკრაინელთა დაახლოებით 70% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.


 

პეტრო პოროშენკოს ავტოკრატული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოსახლეობას პირიქით ვერ დააჯერებს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი უკრაინაში დაბრუნდება და ბრძოლას გააგრზელებს, თუმცა, როგორც დეპუატატი მუსტაფა ნაიემი ამბობს, „საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ამ ორ პრეზიდენტს შორის ვიღაც გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ იქნება უკრაინა“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge