Powered by Jasper Roberts - Blog

14:44 29.07.2017
"გაქნილი მიხეილ სააკაშვილი თავისივე წამლით წააქციეს"

«Financial Times» - (დიდი ბრიტანეთი), 28 ივლისი, 2017 წელი

https://www.ft.com/content/86a93f8e-72ce-11e7-aca6-c6bd07df1a3c

 

მიხეილ სააკაშვილი ათ წელზე მეტ ხანს რუსეთთან დაპირისპირების ერთ-ერთ ნათელ სიმბოლად განიხილებოდა, მაგრამ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამ შეიძლება მისი აქტიური პოლიტიკური კარიერა დაასრულოს.

 

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ბედი მისმა მოსკოველმა მტრებმა კი არ გადაწყვიტეს, არამედ მისივე პროდასავლელმა მეგობარმა პეტრო პოროშენკომ. „მიხეილ სააკაშვილი ექსტრაორდინარული და ტალანტიური პოლიტიკური ცხოველია“, - ამბობს თომას ეიმონ-ლარიტა, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიის APCO- აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს და სხვა რეგიონულ ლიდერებს კონსულტაციებს უწევდა. მისი თქმით, „მიშამ [დემოკრატიის შეზღუდვის] თავისი წამალი [ახლა] თვითონვე დააგემოვნა“.

 

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, საქართველოდან მისი გაქცევის შემდეგ, სადაც იგი პრეზიდენტად თითქმის ათი წელი იყო.


 

ერთი მხრივ, რაც მან გააკეთა საქართველოში რეფორმების თვალსაზრისით, საკმაოდ შესამჩნევია: გაათავისუფლა ბიზნესი, შეცვალა დამპალი ბიუროკრატიული სისტემა, რომლის მსგავსი დრეს უკრაინაში არსებობს, თუმცა მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისე მართავდა, თითქოსდა ეს ქვეყანა მისი კერძო საკუთრება იყო, მნიშვნელოვნად ზღუდავდა დემოკრატიულ პროცესს“, -  ამბობს თომას ეიმონ-ლარიტა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge